ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის

პროგრამა „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ მიზნად ისახავს ქ. ფოთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გზით. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს დამწყებ და გამოცდილ მეწარმეებს კონკურსის წესით მოიპოვონ თანამონაწილეობრივი მიზნობრივი დაფინანსება (არაუმეტეს 4000 ლარისა) და გაიუმჯობესონ ბიზნესის კეთების უნარ-ჩვევები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ფოთში 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსება, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხოლო ფოთის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება წვდომა სასურველ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.

პროგრამა ფინანსდება „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ 

პროგრამას ახორციელებს ა.ა.ი.პ. ექსპორტის განვითარების ასოციაცია 

ბიზნეს იდეების შეფასება დასრულდა

ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის (APMTerminals4Poti) პროგრამის ფარგლებში მიღებული ბიზნეს იდეების შეფასება დასრულდა.

ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ თითოეულ განმცხადებელს გაეგზავნა ინდივიდუალურად, ბიზნეს იდეების განაცხადში მითითებულ ელ. ფოსტაზე. იმ პირებს, ვისაც არ მიუღიათ შესაბამისი შეტყობინება, გთხოვთ გადაამოწმოთ spam-ის განყოფილება, ან მოგვწეროთ მოქმედი/აქტიური ელ. ფოსტის მისამართი შემდეგ მეილზე: info@eda.org.ge

ხშირად დასმული კითხვები

პროგრამაში მონაწილეობის სავალდებულო კრიტერიუმები და პრიორიტეტული უფლებები

ხარჯების მიზნობრიობა და შესყიდვის წესი

ეტაპები და ვადები alt