ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის

პროგრამის „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის” (APMTerminals4Poti) მე-2 რაუნდის ფარგლებში ბიზნეს იდეების კონკურსის განაცხადების მიღება დასრულდა

პროგრამა „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ მიზნად ისახავს ქ. ფოთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გზით. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს დამწყებ და გამოცდილ მეწარმეებს კონკურსის წესით მოიპოვონ თანამონაწილეობრივი მიზნობრივი დაფინანსება (არაუმეტეს 4000 ლარისა) და გაიუმჯობესონ ბიზნესის კეთების უნარ-ჩვევები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ფოთში 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსება, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხოლო ფოთის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება წვდომა სასურველ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.

პროგრამა ფინანსდება „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ  

პროგრამას ახორციელებს ა.ა.ი.პ. ექსპორტის განვითარების ასოციაცია 

1. პროგრამაში მონაწილეობის სავალდებულო კრიტერიუმები და პრიორიტეტული უფლებები

2. ხარჯების მიზნობრიობა და შესყიდვის წესი

3. ხშირად დასმული კითხვები