სერვისები


In EDA, Everything’s Covered – From Introduction to Aftercare!

ჩვენი მომსახურებები მოიცავს ექსპორტის განვითარების ყველა იმ ასპექტს, რომელიც შესაძლოა დაჭირდეს კომპანიას. სრული საერთაშორისო დაფარვისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან ევროპულ საექსპორტო საკონსულტაციო ფირმასთან და უზრუნველვყოფთ ჩვენს წევრებს წვდომით თანამედროვე მომსახურებებზე ნებისმიერ ბაზარზე ან სექტორში.
EDA 15 სახის მომსახურებას უწევს ესპორტიორებს: ექსპორტის მზადყოფნიდან და საექსპორტო პოტენციალის აუდიტიდან - სამიზნე ბაზრის კვლევასა და პოტენციური პარტნიორის შერჩევამდე. ჩვენი მომსახურებებით კომპანიებს უადვილდებათ საექსპორტო ბარიერების დაძლევა და იღებენ სრულ ინფორმაციას სამიზნე ბაზრებზე მოქმედი რეგულაციებისა და სტანდარტების შესახებ.
ინტერნაციონალიზაციის შესახებ საბაზო სახელმძღვანელო საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი კომპანიისთვის უფასოა.
ჩვენი წევრები არ იხდიან საწევრო მოსაკრებელს, თუმცა ევალებათ მონაწილეობა მიიღონ კვლევებში წელიწადში ორჯერ, რადგან ჩვენ გვჯერა ექსპორტის განვითარების, რომელიც ეფუძნება დროის რეალურ პერიოდში შესწავლილ ინფორმაციას.
ყველა წევრს აქვს ფასდაკლება EDA და Gateway&Partners-ს მიერ შეთავაზებულ მომსახურებებზე.

სერვისების ჩამონათვალი:



გაიარე მარტივი ონლაინ ტესტი იმის გასაგებად, არის თუ არა შენი კონპანია მზად ექსპორტის დასაწყებად. ასეთი შეფასება დაგიცავთ დროის და რესურსების ფუჭად ხარჯვისგან.




Export Helpdesk არის საკონსულტაციო მომსახურება, რომელსაც უზრუნველყოფს EDA მზარდი ფირმების ევროკავშირისა და სხვა განვითარებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით. ექსპორტის მხარდაჭერის სამსახური ინფორმაციას აწვდის ქართულ ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უცხოური ბაზრების მომარაგებით, ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციას საექსპორტო დოკუმენტების, წარმოშობის წესების, ეტიკეტირების, შეფუთვის, სტანდარტების და სერტიფიკაციის, სატარიფო და არასატარიფო ბარიერების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ექსპორტის მხარდაჭერის სამსახური არის პირველი ეტაპი, რომელიც ადგენს საინტერესო ბაზარს და განსაზღვრავს რა პოტენციალს სთავაზობს ის ექსპორტიორ კომპანიებს. აღნიშნული საკონსულტაციო სამსახური დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს იპოვონ სათანადო ბაზარები, დააკვირდნენ ტენდენციებს და განსაზღვრონ ადეკვატური პერსპექტივები.
აღნიშნული სამსახური მინიმუმამდე დაიყვანს თითოეული კომპანიის კვლევის ხარჯს და გაამარტივებს ამ პროცესს კომპანიებისთვის. ბაზრის ანალიზის ან საექსპორტო მომსახურების მთლიანი პაკეტის ყიდვის ნაცვლად, კომპანიებს შეუძლიათ შეისწავლონ საბაზო ინფორმაცია და შესაძლებლობები კონკრეტულ ბაზრებზე. ასეთი მომსახურება მინიმუმამდე შეამცირებს ხარჯებს, მაქსიმალურად გაზრდის სარგებელს და დაეხმარება ექსპორტიორებს სხვადასხვა შესაძლებლობების გამოვლენაში.
Export Helpdesk ინფორმაცია:
• ინფორმაცია ბაზარზე წვდომის შესახებ.
• ტარიფები.
• ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
• ინფორმაცია საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების შესახებ.
• იურიდიული ინფორმაცია კონკრეტული უცხო ქვეყნების კანონმდებლობის შესახებ.
• პროდუქტთან დაკავშირებული მოთხოვნები (სტანდარტები).
• სამიზნე ბაზრების მონიტორინგი.
• კონკურენტების ფასები და საფასო სტრუქტურა.
• საფასო სტრუქტურა სხვადასხვა სადისტრიბუციო არხებში.
• ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები უცხოელი მყიდველების შესახებ.
• ახალ ბაზარზე შეღწევის ტაქტიკა და პირდაპირი კონტაქტები საბოლოო მყიდველებთან.
• კომპანიებს შორის (ბიზნესი-ბიზნესისთვის) კავშირები მარკეტინგის მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების და ბაზარზე წვდომის მიზნით.
• ინფორმაცია სავაჭრო გამოფენებისა და სარეკლამო-მარკეტინგული არხების შესახებ.
• ინფორმაცია ევროკავშირის მოწყობილობისა და ტექნოლოგიის შესახებ
• ინფორმაცია ევროკავშირის რეგულაციების შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ Export Helpdesk უზრუნველყოფს უფასო მიმოხილვას აღნიშნულ თემებზე და კონსულტაციას, თუ სად მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას. კვლევის ანგარიშებზე წვდომა ფასიანია.
ფასების შესახებ ინფორმაციისთვის, მიმართეთ EDA-ს.




თუ თქვენი კომპანია ჯერ კიდევ არ არის ექსპორტიორი, გთხოვთ, თავდაპირველად გაიარეთ ექსპორტის მზადყოფნის ტესტი. ექსპორტის პოტენციალის შეფასება განსაზღვრულია თქვენთვის, თუ თქვენ ხართ მზად ექსპორტის დაწყების, გაფართოებისა და დივერსიფიკაციისთვის. ეს არის ექსპორტის განვითარების დაგეგმვის პროცესის გადამწყვეტი ფაზა. ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია განსაზღვროს თავისი შესაძლებლობები და რესურსები ექსპორტის დაგეგმვის დაწყებამდე. აუცილებელია განვითარების გეგმა დაფუძნებული იყოს რეალობაზე. გამოცდილი კონსულტანტი ექსპორტის საკითხებში ეწვევა და დაათვალიერებს თქვენს საწარმოო ობიექტს, შეაგროვებს საჭირო ინფორმაციას საექსპორტო პროდუქტებზე და/ან მომსახურებაზე და გასცემს რეკომენდაციას საექსპორტო ბაზრებზე, რომლისთვისაც თქვენ მზად იქნებით და იმ საკითხზე თუ როგორ უნდა შეხვიდეთ იმ ბაზარზე, რომელსაც თქვენ შეარჩევთ.
ექსპორტის პოტენციალის შეფასება არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.



ბაზრის კვლევა და ბაზარზე შესვლის რეკომენდაციები არის საკონსულტაციო მომსახურება, როდესაც ბენეფიციარი იღებს ინფორმაციას პოტენციური ქვეყნების შერჩევისა და მათი ბაზრების კვლევის შესახებ. ეს მომსახურება გულისხმობს ბაზრების ანალიზს, შესაძლო ქვეყნების შერჩევასა და რეკომენდაციების მომზადებას აღნიშნულ ბაზრებზე შესვლასთან დაკავშირებით.



მომსახურება ითვალისწინებს სამიზნე ბაზრის ღრმა და ყოვლისმომსცველ კვლევას. ამ სახის საკონსულტაციო მომსახურების მიზანია: იმ რაოდენობრივი მოცულობის დადგენა, რომლის შესყიდვაც არის შესაძლებელი; რა სახის მოდიფიკაციების განხორციელება არის საჭირო პროდუქტთან და მომსახურებასთან დაკავშირებით ბაზარზე მისი მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად; პროდუქტის მარკეტინგის საუკეთესო გზის და ღირებულების განსაზღვრა; ბაზარზე პროდუქტის გრძელვადიანი პოტენციალის დადგენა; პოტენციური კლიენტების დადგენა; იმ პირების დადგენა, რომელთაც შეუძლიათ კომპანიისთვის დახმარების გაწევა უცხოურ ბაზარზე მარკეტინგული მიმართულებით. ამ სახის მომსახურება გულისხმობს ბაზრის შესახებ ინფორმაციის სისტემატიურ შეგროვებასა და ანალიზს, რომელიც შემდგომ გამოიყენება იმ საექსპორტო ბაზრების დადგენისთვის, რომელთაც გააჩნიათ მაღალი პოტენციალი. ეს არის მარკეტინგის / ექსპორტის პროცესის ფუნდამენტური ატქივობა.
ბაზრის ინდივიდუალური კვლევა არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.



ექსპორტის სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესიონალი მენეჯერის მომსახურება არ არის ადვილად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით რეგიონებში. EDA გთავაზობთ ექსპორტის არასრული განაკვეთით მომუშავე პროფესიონალი მენეჯერის დისტანციურ დახმარებას- კონტაქტების დასამყარებლად პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებთან და საექსპორტო გარიგებების მოსაზიდად. ეს მომსახურება სასარგებლოა გამოცდილი ექსპორტიორი კომპანიებისთვის, რომელთაც სჭირდებათ საექსპორტო აგენტი კონკრეტული ბაზრისთვის ან პროდუქტის ექსპორტისთვის. ასევე მსგავსი მომსახურება გამოადგებათ კომპანიებსექსპორტის განვითარების საწყის ფაზაზე, რომლებსაც არ ჰყავთ სპეციალურად გამოყოფილი პერსონალი ექსპორტის სფეროში.
ექსპორტის დისტანციური მართვა არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.



სავაჭრო გამოფენა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარკეტინგული საშუალება ექსპორტიორებისთვის. ეს მომსახურება ეხმარება ბენეფიციარებს სწრაფად შეიქმნას წარმოდგენა ბაზრის და კონკურენციის შესახებ და დაამყაროს საქმიანი კონტაქტები. ზოგიერთი სავაჭრო გამოფენა შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს გაყიდონ თავიანთი პროდუქტები ადგილზე. საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა ასევე არის ადგილი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ პირდაპირ დაეკონტაქტონ პოტენციურ პარტნიორებს. EDA გასცემს რჩევებს თუ რომელი სავაჭრო გამოფენა არის საუკეთესო კონკრეტული კომპანიისთვის და ორგანიზებას უწევს ყველა დეტალს წარმატებული მონაწილეობისთვის.
კომპანიის წარდგენა საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებზე/ღონისძიებებზე არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.


ექსპორტის განვითარების ასოციაცია ქართველს ექსპორტიორებს სთავაზობს B2B შეხვედრების ორგანიზებას უცხოურ კომპანიებთან სამიზნე ბაზრებზე. ეს მომსახურება ეფექტური საშუალებაა ექსპორტიორებისთვის შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს პირისპირ და გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
B2B (ბიზნეს) შეხვედრები არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს..



ექსპორტის განვითარების ასოციაცია ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს ტრანსპორტირების საკითხების მოგვარებას - სხვადასხვა კომპანიის ტრანსპორტირებისთვის მომზადებული საქონლის კონსოლიდაციას, განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე ჩატანას.
ტვირთის კონსოლიდაცია არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.



EDA ორგანიზებას უწევს ქართველი ექსპორტიორების საინფორმაციო და გაცნობით/სასწავლო ვიზიტებს სამიზნე ბაზრებზე - კონკურენციის კვლევის, გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი პარტნიორების შეძენის მიზნით. ეს სერვისი ხშირად კომბინირებულია სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობასთან და B2B შეხვედრების მომსახურებასთან.
საქართველოს ფარგლებში მისიები მოიცავს მყიდველების ვიზიტების ორგანიზებას ქართულ ექსპორტიორ კომპანიებში, რაც აძლევს საშუალებას კომპანიებს პირდაპირ შეხვდნენ პოტენციურ მყიდველებს და აჩვენონ საწარმოო ობიექტები.

სავაჭრო მისიები ქვეყნის საზღვრებში და მის გარეთ - არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს..


საკონტაქტო ინფორმაცია

შროშის 8/10, მე-2 სართული, ბინა 4. თბილისი, საქართველო
+995 032 2147498
+995 558 697811
საფოსტო ინდექსი: 0179

შემოგვიერთდით Facebook-ზე